ფრანგული პრესა, კერძოდ, გაზეთ „ლე მონდი“ (Le Monde) აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ (France-Presse) მიერ გავრცელებულ მასალას სათაურით „ქართული ოცნება“ არჩევნებში იმარჯვებს, ოპოზიცია კი გაყალბების ბრალდებას იმეორებს“.
სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“) განცხადებაზე, რომ არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს: „არჩევნები გაუქმებულია“. ამავე დროს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, რაც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა მიულოცა“, - აღნიშნულია მასალაში. იქვე ნახსენებია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციაც, რომელშიც 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა“.
როგორც ყოველთვის, „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტის მიერ მომზადებულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მის „პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებას“, რომლის შედეგადაც ქვეყნაში პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავდა. „მმართველმა პარტიამ გასულ წელს, პარლამენტის არჩევნებში გამოყენებული გაყალბების სქემა ახლაც, ადგილობრივი ორგანოების არჩევნებშიც გაიმეორა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში