დღეს დილით გამოცემამ „Football Espana” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი სეზონისთვის მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა შემტევი ხაზის გადახალისებას გეგმავს.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, „სამეფო გუნდს“ ფრანგი ქარიმ ბენზემა და არგენტინელი გონსალო იგუაინი დატოვებენ.
„Football Espana”-ს ფეხბურთზე მწერალი თანამშრომლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „რეალი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მოიგებს, ბატონი ჟოზე მოურინიო ამ კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩება.
ესპანური სპორტული მას-მედიის ინფორმაციით, „რეალიდან“ გათავისუფლებულ ბენზემასა და იგუაინს ედინსონ კავანი, რადამელ ფალკაო, კუნ აგუერო ან გარეტ ბეილი შეცვლიან.
„Football Espana”-ს განცხადებით, ბენზემა და იგუაინი „რეალს“ ნამდვილად დატოვებენ. ჯერჯერობით უცნობია ამ მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულება.