დღეს დილით გამოცემამ „L’Equipe” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი დევიდ ბექჰემი ამჟამინდელ კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში იასპარეზებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში 38 წლის მოთამაშემ პარიზულ გუნდთან ნახევარწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. დევიდმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით ათი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
დღეს დილით ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ განაცხადა რომ დევიდ ბექჰემი „პსჟ“-ში კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩება.
„დევიდი 38 წლის ბრძანდება. საპატიო ასაკის მიუხედავად გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ გადაიქცა. ორი დღის წინ ბექჰემს ვესაუბრე და კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩენაზე დავიყოლიე. მომავალ სეზონში „პსჟ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს და ამ საქმეში დევიდ ბექჰემი დიდ დახმარებას გაგვიწევს.“ - განაცხადა ლეონარდომ.