დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა

დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შრომას “ბალენსიაგას” მოდის სახლისთვის უშედეგოდ არც წელს ჩაუვლია.

ბრიტანეთის მოდის საბჭომ რამდენიმე საათის წინ დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა.

ქართველი დიზაინერი წლის დიზაინერის/Designer of the Year კატეგორიაშია წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია ასევე ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდოზეა წარდგენილი, ქართველი დიზაინერი წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია ნომინირებული.

CFDA Awards-ის დაჯილდოება 10 ნოემბერს ნიუ-იორკში, ხოლო British Fashion Council Awards კი – 29 ნოემბერს გაიმართება.

დემნა გვასალიას ბალენსიაგასთვის შექმნილი ოტ კუტიურის კოლექცია წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოვლენაა.

ქართველმა დიზაინერმა გააცოცხლა ფრანგული მოდის სახლის ესთეტიკა და პარალელურად მასში Street Style ელემენტები შეიტანა. დემნამ საკუთარი დივერსიული იდეები ოტ კურიურის ენად აქცია, რომელსაც კრისტობალ ბალენსიაგას უკვდავი სტილის ელემენტებით ყოველდღიური გარდერობის დეტალები შემატა. დიზაინერისთვის უახლესი კოლექცია შესანიშნავი სიმბიოზი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სამოსში მჭიდროთ იგრძნობოდა ორი რადიკალურად განსხვავებული პოლუსების კავშირი.