მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განახილვადი ვარსკვლავური წყვილი, ამერიკელი ტოპ მოდელი ჯიჯი ჰადიდი ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ.
როგორც უცხოური გამოცემა People ოჯახთან დაახლოებულ სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება დაშორების მიზეზი ჯიჯის დედის იოლანდა ჰადიდის და მისი მეგობარი მამაკაცს შორის არსებული უთანხმოება გახდა.
“ისინი ამჯერად ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი მშობლები არ არიან. ჯიჯისთვის ამჯერად პრიორიტეტული საკუთარი ქალიშვილია.”
შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ოფიციალურად 2015 წლიდან ხვდებოდნენ. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა, ერთი წლის შემდეგ კი კვლავ აღადგინეს ურთიერთობა.
2017 წელს წყვილი Vogue-ის გარეკანზე ერთად გამოჩნდა.
წყვილი მეორედ ერთმანეთს 2018 წელს წელს დაშორდა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღადგინეს ურთიერთობა.
2019 წელს ჯიჯი და ზეინი მესამედ დაშორდნენ ერთმანეთს.
2020 წელს ვარსკვლავურ წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი ურთიერთობის აღდგენა.