1-25 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე მოემსახურება

 1-25 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე მოემსახურება

1-25 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.


1    ლანჩხუთი    01.11.2021    ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით    10:00-17:00
2    დუშეთი    01.11.2021    რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი    10:00-17:00
3    ადიგენი    02.11.2021    თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
4    ხულო    02.11.2021    გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
5    ასპინძა    03.11.2021    მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
6    ნინოწმინდა    04.11.2021    პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
7    ბაღდათი    08.11.2021    წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ     10:00-17:00
8    გურჯაანი    08.11.2021    ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
9    ვანი    09.11.2021    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
10    ახმეტა    09.11.2021    ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
11    ხონი    10.11.2021    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
12    ყვარელი    10.11.2021    კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან    10:00-17:00
13    ლენტეხი    11.11.2021    თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
14    ყაზბეგი    11.11.2021    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
15    აბაშა    15.11.2021    ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ    10:00-17:00
16    კასპი    15.11.2021    სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან     10:00-17:00
17    მარტვილი    16.11.2021    თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ    10:00-17:00
18    ქარელი    16.11.2021    თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
19    საჩხერე    17.11.2021    თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
20    ცაგერი    18.11.2021    რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
21    მარტყოფი    18.11.2021    მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
22    ტყიბული    19.11.2021    კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
23    დმანისი    22.11.2021    წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
24    თეთრიწყარო    24.11.2021    თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
25    ონი    25.11.2021    აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ    10:00-17:00
26    ყაზბეგი    25.11.2021    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური