კიანუ რივზმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა, რადგან ახლახან გაირკვა, რომ მსახიობმა მის ფილმში მონაწილე კასკადიორების გუნდი Rolex Subminer-ის საათებით დაასაჩუქრა.
ასეთ ჟესტს ადრეც შევხვედრივართ, როცა რასელ ქროუმ Cinderella Man-ის დასრულებისას თავისი Rolex-ის საათი გუნდის წევრს აჩუქა. კიანუს შემთხვევაში კი, მსახიობისგან საათები კასკადიორთა გუნდის ყველა წევრს John Wick 4-ის ბოლო სამუშაო დღეების აღსანიშნად გადაეცა.
Rolex-ის ეს კონკრეტული მოდელი საშუალოდ 9 500 დოლარი ღირს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის გამო, დღეს მისი ფასი 16 ათას დოლარს უახლოვდება.
კასკადიორებმა საჩუქრის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, სადაც ვხედავთ, რომ საათების უკან დიდი ასოებით ამოტვიფრულია ტექსტი: “THE JOHN WICK FIVE” და ასევე მადლობა კიანუ რივზისგან.