უკრაინელი ჟურნალისტი: სააკაშვილის ვოიაჟი უკრაინაში წარმატებით დასრულდა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების მხრივ

უკრაინელი ჟურნალისტი: სააკაშვილის ვოიაჟი უკრაინაში წარმატებით დასრულდა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების მხრივ

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა და მთელი მისი ვოიაჟი უკრაინაში წარმატებით დასრულდა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების მხრივ, - ამის შესახებ უკრაინელმა ტელეწამყვანმა, ანდრეი პალჩევსკიმ განაცხადა.

მან ისიც განმარტა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის კორუფციულ სიმბოლოსთან - ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობს.

„სააკაშვილი უკრაინული ვოიაჟი ოდესის გუბერნატორობა, კიდევ რაღაც თანამდებობა უკრაინის ხელისუფლებაში, ანუ, მთელი ეს ისტორია წარმატებით დასრულდა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების მხრივ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 20 წლით უმცროს გოგოსთან სასიყვარულო ურთიერთობები აქვს, მაგრამ აქაც ბევრი კითხვის ნიშანია. ვფიქრობ, თუ გინდა გმირად ყოფნა, მაშინ მოიქეცი ისე, როგორც ეს გააკეთა ნავალნიმ - ღიად ჩადი და ჩაჯექი ციხეში. რამდენიმე წლის წინ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილი კარიერის აწყობას უკრაინაში აპირებდა. ახლა კი ირკვევა, რომ იქ, საქართველოში რაღაც სივრცე გათავისუფლდა და წავიდა. აი, მე სააკაშვილთან შეკითხვა მაქვს. თქვენ უკრაინელი ხართ თუ ქართველი? თუ სტალინივით ხართ, როდესაც მას კითხეს ეროვნებით ვინ ხარო, მან უპასუხა, რუსი ვარო. მახსოვს მე შევხვდი სააკაშვილს, როდესაც მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და ვკითხე, სად იყო მისი დაცვა. მან მიპასუხა, ვიტალიკამ მომცაო. საუბარია ვიტალი კლიჩკოზე, ის ხომ პოროშენკოს უახლოესი მეგობარია. ის არის უკრაინის დედაქალაქის კორუფცული სიმბოლო“, - განაცხადა ანდრეი პალჩევსკიმ.