ბოლო წლებში განსაკუთრებულად გამძაფრდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ - კვირა არ გავა, ზოგიერთმა ტელევიზიამ გადაცემა არ გააკეთოს ამ თემაზე, რითაც მათ ძალიან ბევრი ადამიანი დააბრკოლეს ღვთის წინაშე

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გამძაფრდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ - კვირა არ გავა, ზოგიერთმა ტელევიზიამ გადაცემა არ გააკეთოს ამ თემაზე, რითაც მათ ძალიან ბევრი ადამიანი დააბრკოლეს ღვთის წინაშე

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გამძაფრდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ - კვირა არ გავა, ზოგიერთმა ტელევიზიამ გადაცემა არ გააკეთოს ეკლესიის წინააღმდეგ, რითაც მათ ძალიან ბევრი ადამიანი დააბრკოლეს ღვთის წინაშე, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვამ (კეკელია) გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„გასაგებია და ამას თვალს ვუსწორებთ, რომ არიან სასულიერო პირები, რომლებიც არ იქცევიან სათანადოდ და მათი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისობაში მღვდლობასთან და ეპისკოპოსობასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყოველდღე, როგორც კომუნისტები აკეთებდნენ, შხამს აწვეთებდნენ ადამიანის გულში, სწორედ ასეთივე პროპაგანდა განაგრძო. დღეს კომუნისტების მსგავს ბრძოლას ვხედავთ ეკლესიის წინააღმდეგ.

ჩემთვის ყველაზე მიუღებელია, როდესაც ადამიანი ვერ არჩევს შავსა და თეთრს ერთმანეთისაგან. ვხედავთ, რომ დღეს ის ადამიანები ითხოვენ ხმას ჩვენგან, ვინც ნარკოტიკისა და მარიხუანას დაკანონებას ითხოვს. ვხედავ, როგორ ინგრევა ოჯახები, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები მარიხუანას მოხმარების გამო და ადამიანები ამას საარჩევნო კამპანიად იყენებენ. ასევე ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს საარჩევნო კამპანიაში, ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს წითელი საღებავი ანუ სისხლი შეასხა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვამ.