დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა 2009 წელს საქართველოში ისრაელიდან იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა 2009 წელს საქართველოში ისრაელიდან იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი "მამა" ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა, ღარიბაშვილმა კი, NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმო გახსნა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმოს გახსნას ეხმიანება და ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ სააკაშვილს ადარებს, რომელმაც საქართველოში ისრაელიდან 2009 წელს იარაღის უკანონო ვაჭრობაში მხილებული ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა. ღარიბაშვილმა კი, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმო გახსნა. 

,,სააკაშვილი - რომელმაც 2009 წელს, მადლიერების ნიშნად, საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი "მამა", ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა ისრაელიდან.
ღარიბაშვილი - რომელმაც 2021 წელს ისრაელთან ერთად, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის მწარმოებელი საწარმო გახსნა. ამ ულტრათანამედროვე იარაღს Made in Georgia - წარწერა დაამშვენებს.
სერიიდან: იპოვე ათი განსხვავება.’’ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.