ირაკლი ღარიბაშვილი: „ქოლცენტრების საქმის“ უკან სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დგას, ამაზე უცხოური მედიაც წერს

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქოლცენტრების საქმის“ უკან სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დგას, ამაზე უცხოური მედიაც წერს

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ „მთავარი არხის“ მორიგი ბოდვა. ეს არის სრული სიცრუე. რეალურად, ამ ქოლცენტრების უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ „მთავარი არხის“ მორიგი ბოდვა. ეს არის სრული სიცრუე. რეალურად, ამ ქოლცენტრების უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას. მას აქვს ასეთი ქოლცენტრები უკრაინაში და აქაც ჰქონდა მცდელობა. გამოძიებაში ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულები არიან გერმანელი გამომძიებლები და ძალიან მალე საზოგადოება საინტერესო ინფორმაციას გაიგებს. მე ვთხოვ პრესსამსახურს და თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია, რომელიც შვედურმა მედიამ გაავრცელა“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დააკავა ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, რომლებმაც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ.