ზაალ უდუმაშვილი: ადამიანები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიყვანა, რეალურად მათი მხარდამჭერები არ არიან

ზაალ უდუმაშვილი: ადამიანები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიყვანა, რეალურად მათი მხარდამჭერები არ არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიყვანა, რეალურად მათი მხარდამჭერები არ არიან.

„ესენი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც ძალით წამორეკეს თბილისში, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, სამხედროები, რომლებსაც გახადეს ფორმები. როგორ შეიძლება ასეთი რამ? თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ეს ადამიანები მათი მხარდამჭერები არიან, ეს ასე არაა და ეს თავადაც კარგად იციან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

27 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მრავალათასიანი შემაჯამებელი შეკრება გაიმართა.

amo გამოჩდება 30-ში (აბანოში).
2 წლის უკან