55 წლის სელმა ჰაიეკი 14 წლის ქალიშვილთან ერთად: ვარსკვლავური დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობს

55 წლის სელმა ჰაიეკი 14 წლის ქალიშვილთან ერთად: ვარსკვლავური დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობს

რამდენიმე საათის წინ ლონდონში მარველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის Eternals-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის საკულტო მსახიობები ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მადენი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ.

ფილმის პრემიერას სელმა ჰაიეკი ქალიშვილთან, 14 წლის ვალენტინასთან ერთად დაესწრო.

ვარსკვლავური დედა-შვილის საერთო გამოჩენამ წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადრება მიიპყრო.

სელმა ფილმის პრემიერაზე “სან ლორანის” წითელი კაბით გამოჩნდა.