როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.

მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

+15 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

გორში მზიანი დღე +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.