ბატონო კარლო გოგოძე ცნობილ ქართველ მსახიობ ნატო ვაჩნაძეზე ერთ ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„ნატოს საიუბილეო დღეები იყო. მე მოვამზადე პატარა მონოგრაფია.
საიუბილეო საღამოზე ლევან ასათიანი მოვიდა და გულწრფელად მითხრა: მადლობელი ვარ ასეთი დიდი წიგნისთვისო.
მეორე დღეს კინოსტუდიაში ფანჯარასთან მდგარმა ნატო ვაჩნაძემ მომმართა: - კარლო, კარლო, მოდი! გახსოვდეს, დღეს ჩემთან მოდი სახლში, უარი არ გამაგონო.
როდესაც საღამოს მის ბინაში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა. მე მოწიწებით მივეახლე და მივულოცე ჩემი წიგნით, სადაც მივაწერე: „ჩემ საყვარელ ნატოს, სხვა არაფერი მისართმევი არ მაქვს!“ მე ვიმეორებ მის სიტყვებს: „ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად!“ - და ლოყაზე მაკოცა.
სერგო ზაქარიაძემ ხელი მომკიდა და მითხრა: - „ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“