ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და არა ნაცმოძრაობის ლიდერების კაპრიზები

ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და არა ნაცმოძრაობის ლიდერების კაპრიზები

ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოშიმშილე პატიმარი – ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები. დასჭირდება გადასვლა კლინიკაში – შესთავაზებენ, უარს იტყვის – ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმრის მიმართ. პატიმარს გაუკეთებენ ყველაფერს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება – არც მეტს და არც ნაკლებს. თუ რაღაც რისკი იქნება, ეს რისკი გამოირიცხება. თუ კვლევა იქნება ჩასატარებელი – ჩაუტარებენ, რა მეთოდით და როგორ, ამას თვითონ გადაწყვეტენ. იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ შიმშილობამ, ეგრეთ წოდებულმა თუ ნამდვილმა, არ მოიტანოს ცუდი შედეგი სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.