ლევან ჟორჟოლიანი: ამ ქვეყანას ყველაზე მეტად არ სჭირდება სტაბილური არასტაბილურობა, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და მუშაობა

ლევან ჟორჟოლიანი: ამ ქვეყანას ყველაზე მეტად არ სჭირდება სტაბილური არასტაბილურობა, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და მუშაობა

ამ ქვეყანას ყველაზე მეტად არ სჭირდება სტაბილური არასტაბილურობა, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და მუშაობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

„აქციის მთავარი მიზანია, დავაფიქსიროთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქსა და ქვეყანაში გადავიდეთ სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. ამ ქვეყანას ყველაზე მეტად არ სჭირდება სტაბილური არასტაბილურობა ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და მუშაობა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.