ანჯელინა ჯოლიმ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას თავი აარიდა და საზოგადოებაში აბელ ტესფაიესთან არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა.
E!’s Daily Pop-თან საუბრის დროს ამერიკელ მსახიობს ჟურნალისტმა საკუთარი შვილების დამოკიდებულებაზე ჰკითხა, თუ რამდენად ემოციური იყო მათთვის ახალი ფილმის გამოსვლა და იყო თუ არა ოჯახის წევრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ანჯელინასა და The Weeknd-ის მეგობრული ურთიერთობა ვიდრე ფილმის პრემიერა.
ამერიკელმა მსახიობმა აბელ ტესფაიესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და საუბარი ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით გამოწვეულ ემოიცებზე გააგრძელა.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივლისში ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა კანადელ მომღერალთან აბელ ტესფაიესთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი შენიშნეს, უცხოური გამოცემები დარწმუნებით იუწყებოდნენ, რომ საერთაშორისოდ აღარებული ვარსკვლავები ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ.
ჯერჯერობით ანჯელინა და აბელი ურთიერთობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ისინი ურთიერთობას არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ.