ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება

ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება

თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„საჭიროა ნაბიჯების გადადგმა რეგიონში ახალი სიტუაციის შესაბამისად. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონში მდგრად მშვიდობასა და ურთიერთობების ნორმალიზებას. თუმცა, საჭიროა სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრა და მათი ორმხრივი აღიარება. ზუსტად ეს უნდა იყოს კარგი ურთიერთობების ფუნდამენტი. აზერბაიჯანთან პრობლემების გადასაჭრელად სომხეთმა გულწრფელი სურვილი უნდა გამოხატოს. თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება“, - აღნიშნა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.