სამხედროებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი გაათავისუფლეს

სამხედროებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი გაათავისუფლეს

სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედროებმა დააკავეს, გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

აბდალა ჰამდოკის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაყენებული პრემიერ-მინისტრი და თავისი მეუღლე საკუთარ სახლში იმყოფებიან, ხოლო გადატრიალების დღეს დაკავებული სხვა სამოქალაქო ოფიციალური პირები კვლავ პატიმრობაში რჩებიან და მათი ადგილმდებარეობა უცნობია.

25 ოქტომბერს, სამხედროებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი უცნობ ადგილას გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა სამხედრო გადატრიალებისთვის მხარი დაეჭირა.

ევროკავშირმა სამხედროების მიერ სუდანის პრემიერ-მინისტრისა და სამოქალაქო ხელმძღვანელობის სხვა წევრების დაკავება დაგმო.

აშშ-მა სუდანისთვის განკუთვნილი 700 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა შეაჩერა.