კახა კალაძე: გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა

კახა კალაძე: გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა

გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ჩვენი ინფორმაციით, მამათქვენი, კარლო კალაძე სიებს ითხოვს, თუ ვინ არ მიდის აქციაზე“, კალაძემ უპასუხა, რომ მის ოჯახს თავი დაანებონ.

„ჩემს ოჯახს, მამაჩემს და ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, დაანებეთ თავი. ამ სიბინძურეს, რასაც ეწევით თქვენ და გვარამია, სამარცხვინოები ხართ. უბრალოდ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი რომ ხდება, მაგრამ არაუშავს, მიღებულია გამოწვევაც, რომელიც თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ბატონმა გვარამიამ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს. კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Katana . გვარამიას ქადილზე ის გამახსენდა, ცხონებული გივი ბერიკაშვილი რომ ყვებოდა: ერთხელ, სუფრაზე , რაღაცა მითხრა ლევენ თედიაშვილმა და მე შევუღრინე, - გაგიყვან ახლა და დაგახეთქებ ძირს-მეთქი!..
ვიღაც საგარეჯოელი ბიჭი გვისმენს და შეიცხადა:
- ე!.. შენ ვის დაახეთქებ, ჩვენ ლევანასა?
- ჰო, თქვენს ლევანასა სწორედ!
- შენა, კაცო?!..
- ჰო მე!
- იი!.. პეპლებიი მადევარი კაცი, შენ დაახეთქებ მაგასა?!...
:))
ერთი, გივი ბერიკაშვილი დაახეთქებდა ლევან თედიაშვილს და მეორე, ნიკა გვარამია დაამთავრებს კახი კალაძეს!
3 წლის უკან
Ninja მე კი, უდიპლომო სასიძო გამახსენდა, კვანტალიანი რომ იქაჩება, გამოუშვით, გამოუშვითო და თან რომ გარბის. ??
3 წლის უკან