ნიკოლოზ გოგუაძე: ციხე იყო ადგილი, სადაც ლოგინზე დაჯდომის გულისთვის შეიძლება ცემით მოეკალით

ნიკოლოზ გოგუაძე: ციხე იყო ადგილი, სადაც ლოგინზე დაჯდომის გულისთვის შეიძლება ცემით მოეკალით

პრაქტიკულად მთელი სტრუქტურა იყო ჩართული ადამიანის განადგურებასა და დამცირებაში, - ასე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეში გატარებულ წლებს ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკოლოზ გოგუაძე. გადაცემაში „იმედი LIVE“ ყინწვისის საქმეზე დაკავებულმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მიყვანამდე გრიმი გაუკეთეს, რადგან სასტიკად იყო ნაცემი.

„ეს იყო ადგილი, სადაც პატიმარს ლოგინზე დაწოლა კი არა, დაჯდომა არ შეეძლო მთელი დღის განმავლობაში. ლოგინზე დაჯდომის გულისთვის შეიძლება ცემით მოეკალით. ვინმეს თუ მოეჩვენებოდა, რომ რადიოს ხმამაღლა უსმენდი, ან ხმამაღლა საუბრობდი, აუცილებლად გცემდნენ, მაგრამ შეიძლებოდა ისე ეცემეთ, რომ ეს შენი ბოლო დღე ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ 10 წლის თავზე კიდევ მიწევს ამაზე ლაპარაკი. ცოტა გასაოცარია ეს ყველაფერი“, - განაცხადა გოგუაძემ.

Katana . ცუდი რამე უნდა ვთქვა: ძალიან მინდა, რაც ამ კაცმა გამოსცადა ნაცების ციხეში (და მაგაზე უარესიც - ბევრმა), საკუთარ თავზე და საკუთარ ახლობლებზე გამოსცადონ იმათ, ვინც დღეს ასე უტიფრად აცხადებს - არაფერი ამდაგვარი არ ხდებოდა ციხეებში, ყველაფერი ეს ბინძური ჭორები და ბოროტი ცილისწამებაა მიშას ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მოგონილი, ბიძინას ფულით მოსყიდული უნამუსო ადამიანების მიერო!..
3 წლის უკან