ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში - ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში როდესმე ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს.
„არ უნდა მოხდეს არც ერთი შემთხვევა, როდესაც სიმართლეზე ტყუილი გაიმარჯვებს. სიმართლე გაიმაჯვებს ყოველთვის, რადგან შეუძლებელია ფეიკებით ვინმემ აჯობოს ქართულ საზოგადოებასა დაქვეყანას. ამას იტყვიან ხვალ ჩვენი თანამოქალაქეები. მეორე მხარეს მყოფი ადამიანები, რომლებიც ამ ფეიკის ავტორები არიან, სრულ პანიკაში არიან: წარმოუდგენელი ამბები ხდება, დისკრედიტაციის მცდელობა, საოცარი ფეიკები. თურმე 50 ლარს ვარიგებთ თითოეული მონაწილისთვის. მე მივმართავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ვინმე ამას შესთავაზებს: არც ერთ მათგანი, ვისაც ამას კადრებენ, არ მოვიდეს აქციაზე. თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით აქციაზეო, არც ერთი ადამიანი არ მოვიდეს აქციაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.