ცნობილმა ურუგვაელმა მომღერალმა და მსახიობმა ნატალია ორეირომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
ორეიროსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობა, მისმა 8 წლის შვილმა, მერლინმაც მიიღო. 44 წლის ნატალია ორეირო ურუგვაისა და ესპანეთის მოქალაქეცაა.
2020 წელს მომღერალმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტები შეიტანა. მისი თქმით, ეს გადაწყეტილება მან რუსი დიპლომატების რჩევით მიიღო, რადგან ის „ბევრს მოგზაურობს და რუსეთთან ბევრი კავშირი აქვს“.