იაპონიის პრინცესა მაკომ რიგით მოქალაქეზე, კეი კომუროზე დაქორწინდა, რომელიც მისი ყოფილი კურსელია ტოკიოს უნივერისტეტიდან. ამის შესახებ BBC წერს.
იაპონური კანონმდებლობის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თუ რიგით მოქალაქეზე დაქორწინდებიან, ტიტულს კარგავენ და აგრეთვე ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ.
მაკომ და კეი კომურომ ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. წყვილი დროებით ტოკიოში იცხოვრებს, შემდეგ კი ამერიკაში გადასვლას გეგმავს.