გიორგი გოგლიჩიძე სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე: ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული - ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პატიმრებს

გიორგი გოგლიჩიძე სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე: ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული - ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პატიმრებს

„ქრონიკასთან“ ზესტაფონის მოქმედი მერი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა იხსენებს. მისი ამბის სიმძიმემ, თავის დროზე გიორგი გოგლიჩიძის მკურნალი ექიმი, ანზორ მელიაც გააოგნა.

„ბრალად მედებოდა კომპანია „ვისოლიდან“ საბუთების გაყალბება, კომპანიაში, სადაც არ მიმუშავია ერთი დღე. კარგად მახსოვს რამდენჯერ მცემეს იმისათვის, რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა. ასევე ექცეოდნენ არაერთ პატიმარს, რომელიც შიმშილობდა. იყო აპრობირებული მეთოდი, ცემა და შიმშილობის შეწყვეტა. სამი დღე ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული. ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს. დედაჩემი შეეწირა ჩემს ამბებს, მას ინსულტი დაემართა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.