აშშ-ის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების საკითხზე, სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან განმარტებებს ელის

აშშ-ის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების საკითხზე, სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან განმარტებებს ელის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ელის, რომ ოფიციალური ანკარა განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ამერიკელი დიპლომატიცაა.

„ვიცით აღნიშნული ცნობების შესახებ და ველით მეტ სიცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - ამბობს ნედ პრაისი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. ელჩებს შორის თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.