მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების იარაღად დესტრუქციული ელემენტები გამოიყენოს

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების იარაღად დესტრუქციული ელემენტები გამოიყენოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების იარაღად დესტრუქციული ელემენტები გამოიყენოს.

ამის შესახებ მან „ქრონიკას“ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიცია გამოირჩა საკუთარი დამოკიდებულებებით, როდესაც ისინი განიცდიან მოსახლეობის მხარდაჭერის მწვავე დეფიციტს, ასეთ პირობებში ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების იარაღად დესტრუქციული ელემენტები გამოიყენონ. მაქსიმალური ძალისხმევა იყო გამოჩენილი, რათა გადაიფაროს ის დეფიციტი, რომელიც გაუცხოების თვალსაზრისით მოსახლეობაშია“, - განაცხადა სარჯველაძემ.