დღეს დილით ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა კობი ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდია ალბათობა მომავალ სეზონამდე საკალათბურთო მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.
კალიფორნიული კლუბი გუშინ „გოლდენ სტეიტს“ მასპინძლობდა და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო - 118:116.
მატჩის მიწურულს ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო და შეხვედრის დასკვნით წუთებზე მოედანზე აღარ იმყოფებოდა.
დღეს მოთამაშე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში საფუძვლიან შემოწმებას გაივლის. წინასწარი მონაცემებით, მას აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი.
„ლოს-ანჯელესის“ საექიმო შტაბის მტკიცებით, კობი ბრაიანტს 6-12 თვის განმავლობაში სერიოზული მკურნალობა დასჭირდება.