კუბილიუსების, ფოტიგების, ბრაიზების, რინკევიჩსების მეგობრობა კარგად გამოჩნდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ - არგენტინის პრეზიდენტმაც კი მოგვისამძიმრა და მათ არც გახსენებიათ, რომ საქართველოს მეგობრები არიან

კუბილიუსების, ფოტიგების, ბრაიზების, რინკევიჩსების მეგობრობა კარგად გამოჩნდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ - არგენტინის პრეზიდენტმაც კი მოგვისამძიმრა და მათ არც გახსენებიათ, რომ საქართველოს მეგობრები არიან

არ არის სერიოზული მეთიუ ბრაიზებისა და რინკევიჩსების განცხადებები. გვესმის განცხადებები, თითქოს მაგათ გარდა ევროკავშირსა და ამერიკაში მობეზრდათ საქართველო, თურმე მარტო ამათ ახსოვთ. როგორ ახსოვთ საქართველო და როგორი მეგობრები არიან, მე დავასკვენი ბათუმის ტრაგედიის მერე, როდესაც არგენტინის პრეზიდენტმაც გამოგვიგზავნა სამძიმარი და არც ერთმა ამ „მეგობარმა“, არც კუბილიუსმა, არც ფოტიგამ, არც მეთიუ ბრაიზამ, არც რინკევიჩსმა გაიხსენა საქართველო. ისინი არ არიან მეგობრები. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს ლობიზმი ღუპავს. ლობიზმი არის მექრთამეობა ქართულ ენაზე. ქრთამს იღებენ და ატარებენ იმ ინტერესებს, რაშიც ფულს უხდიან. ამ ლობიზმმა მიიყვანა კრიზისამდე აშშ. დღეს რომ ამერიკაში კრიზისია, ამას მთელი მსოფლიო ხედავს. იგივე ხდება ევროპაში. უსირცხვილოდ იქცევიან და მადლობა ღმერთს ყველა არა, ეს არის პატარა ნაწილი ევროპარლამენტის. წერილი, რომელიც ფოტიგამ დაწერა, და რომელზეც ხუთი კაცის გარდა არავინ მოუწერა ხელი, ვერ მოკრიფა მეტი, ევროკავშირზე უფრო ადრე გამოქვეყნდა საქართველოში. ეს წერილები აქ იწერება, შემდეგ აძლევენ თავიანთ ლობისტებს, შემდეგ ისინი დადიან და ცდილობენ ვინმეს ხელი მოაწერინონ. ხელმომწერთა უმეტესობა აღმოჩნდა ლიტვის სეიმის წევრი, ნაწილი - პოლონეთის. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებელი ნაბიჯები და ყველასთვის იმის გაცხადება, რომ ჩვენ ჩვენი გზით ვივლით“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.