ანრი ოხანაშვილი: რომელი უფრო სწორია – “გაერთიანებული ოპოზიცია” თუ “ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა?

ანრი ოხანაშვილი: რომელი უფრო სწორია – “გაერთიანებული ოპოზიცია” თუ “ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა?

“რომელი უფრო სწორია: “გაერთიანებული ოპოზიცია” თუ “ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“წარმოუდგენლია, მაგრამ დავუშვათ, რომ:

1. თურმე, მელია, ხოშტარია და გირჩი ჯაფარიძე 2012 წელს აპროტესტებდნენ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს და ამის გამო თანამდებობებიც კი დაუტოვებიათ, ხოლო ხაზარაძეს პროტესტის ნიშნად ბანკი დაუტოვებია მაშინდელი სახელმწიფო ტეროროს გამო!

2. შემდეგ, სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შეკავშირებულან ეს პრინციპული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები – იგივე ჭეშმარიტად ანტი-ნაცები – არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ აწმყოსთვის.

3. აწმყო კი, ამ ჭეშმარიტად ანტი-ნაცური გაგებით, ოცნების დამარცხებაა!

4. ფაქტია, ეს “გაერთიანება” ჭეშმარიტად აწმყოა მომავლის გარეშე!

5.(ეს რიცხვიც სიმბოლურია) პრინციპში, მათი ბელადი-მიშასთვის ხომ არიან გაერთიანებული და ასეთ დიდ მისიაზე მეტი რა გააერთიანებთ ჭეშმარიტ ნაცებს.

დასკვნა: სწორია “ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”!”, – წერს ოხანაშვილი.