ირმა ჭკადუა: მეგის ქარდავამ ზუგდიდის „დინამოს“ მწვრთნელი ბესო შეროზია სასაფლაოზე აიყვანა, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო

ირმა ჭკადუა: მეგის ქარდავამ ზუგდიდის „დინამოს“ მწვრთნელი ბესო შეროზია სასაფლაოზე აიყვანა, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. მისი თქმით, შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან მისმა გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.

„2010 წელს შიდა ეროვნული ტურნირი ტარდებოდა და „ზუგდიდის დინამო“ ხვდებოდა ბოლნისის „სიონს“. ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა პატიმრობაშია. გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა გადაცემაში დავით კრკიტაძეზეც ილაპარაკა, რომელმაც მატჩის შემდეგ მსაჯებს სცემა. „ბოლნისის „სიონმა“ თამაში წააგო, ამის გამო, დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე იყო სიუჟეტები მომზადებული, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნა ჭკადუამ.