მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: რატომ იქნევენ ასე მძლავრად კუდს? რატომ წავიდა სააკაშვილი ამ უკიდურეს ავანტიურაზე და რისკზე? იმიტომ, რომ რეალურად ეს მათი ბოლო გაფართხალებაა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: რატომ იქნევენ ასე მძლავრად კუდს? რატომ წავიდა სააკაშვილი ამ უკიდურეს ავანტიურაზე და რისკზე? იმიტომ, რომ რეალურად ეს მათი ბოლო გაფართხალებაა

„ნაცმოძრაობას“ დასასრულს ვუწინასწარმეტყველებ. ამის იმედს საზოგადოების განწყობა მაძლევს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მომხრეებს მივმართავ, რომ თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ არ შეიძლება გარისკვა. არცერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ამ საყოველთაო მობილიზების შემთხვევაში გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ იმიტომაა ასე აქტიური, რომ რეალურად ეს მათი ბოლო „გაფართხალებაა“. „რატომ იქნევენ ასე მძლავრად კუდს, რატომ აკეთებენ ამას? რეალურად ეს მათი ბოლო „გაფართხალებაა“. რატომ წავიდნენ რისკზე? მიხეილ სააკაშვილი რატომ წავიდა ამ უკიდურეს ავანტიურაზე? რატომ გარისკა? ამ კითხვაზე პასუხი არის ერთადერთი - მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ ხალხს საქმე აღარ აქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, 2021 წლის 30 ოქტომბერს გამარჯვება მივა ბოლომდე. „გარანტირებულად ვერ ვიტყვით, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდება, გაქრება. ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ხალხი ჩვენთან ერთად გახდება იმ განაჩენის თანამონაწილე, რაც მათ ეკუთვნით“, - განაცხადა მდინარაძემ.