წიწიბურა ღორის ხორცით

წიწიბურა ღორის ხორცით

ინგრედიენტები

1   ჭიქა წიწიბურა

 1 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი

250   გრამი ღორის ხორცის ფარში

1   თავი დაჭრილი ხახვი

1   ცალი გახეხილი სტაფილო

2   კბილი დაკეპილი ნიორი

2   ს/კ კეჩუპი

1/2  ჩ/კ მარილი

1/4  ჩ/კ შავი პილპილი

2   ცალი დაფნის ფოთოლი

ზეითუნის ზეთი

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე ღრმა ქვაბი გააცხელეთ და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაასხით. დაუმატეთ გარეცხილი და კარგად გადაწურული წიწიბურა და 3–4 წუთით თუშეთ, დროდადრო მოურიეთ. წიწიბურა ქვაბიდან გადმოიღეთ და გადადგით.

იმავე ქვაბში ჩაასხით კიდევ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. თუშეთ 4–5 წუთით დარბილებამდე. დაუმატეთ ფარში და კარგად მოთუშეთ. დაუმატეთ 2 ს/კ კეჩუპი, 2 კბილი დაკეპილი ნიორი და კარგად აურიეთ.

წიწიბურა მიღებულ ნაზავზე გადაანაწილეთ და დაფარეთ 1 ½ ჭიქა მდუღარე წყლით. მოაყარეთ ½ ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ შავი პილპილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი.

ქვაბს თავსახური დააფარეთ და დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთით, ან წიწიბურას მოხარშამდე ადუღეთ. როცა მოიხარშება გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.