ინსტაგრამი VS რეალობა: 63 წლის მადონას იმიჯი კვლავ კრიტიკის ობიექტია

ინსტაგრამი VS რეალობა: 63 წლის მადონას იმიჯი კვლავ კრიტიკის ობიექტია

63 წლის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, “პოპის დედოფლად” წოდებული მადონა ლუიზა ჩიკონე, როგორ ყოველთვის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექსცენტრიული და სკანდალური იმიჯით ექცევა.

პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისა და ქირურგიული ჩარევების შემდეგ მადონას იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.

63 წლის ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა, მისმა პაპარაცულმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მაშინათვე მოიცვა.

იქიდან გამომდინარე, რომ პაპარაცული კადრები დამუშავებული ფოტოებისგან განსხვავდებოდა მომღერლის სოციალური ქსელის გამომწერები აღნიშნავენ, რომ მადონა ინსტაგრამზე არაბუნებრივი ფილტრებისა და ეფექტების გამოყენებით სილამაზის არარეალური სტანდარტების გავრცელებას უწყობს ხელს.