ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ფერმაში

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ფერმაში

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, “მაიკროსოფტის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ბილ გეითსის ქალიშვილი ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავის რჩეული ნა­ი­ელ ნა­სარია.

ქორწილის ცერემონია გეითსების 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ფერმაში გაიმართა, რომელიც მილიარდერმა საკუთარ ქალიშვილს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემდეგ გადასცა.

ცერემონიას მხოლოდ 300 სტუმარი დაესწრო.

ჯენიფერს დიზაინერ ვერა ვენგის თეთრი მაქმანებიანი კაბა ამშვენებდა.

ქორწილის წვეულებას მუსიკალურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი ჯგუფი “Coldplay” აფორმებდა.

არსებული ინფორმაციით, ჯენიფერ გეითსისა და ნა­ი­ელ ნა­სარის ზღაპრული ქორწილისთვის 2 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.