ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Dior-ის სახე გახდა

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Dior-ის სახე გახდა

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკის ღია პირველობა მოიგო, Dior-ის სახე გახდა.

18 წლის ჩოგბურთელი კომპანიის მიერ შექმნილ ტანსაცმელს, კანის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს წარმოადგენს.

რამდენიმე დღის წინ რადუკანუ ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო და წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე სწორედ Dior-ის მიერ შექმნილი კაბით წარსდგა.

„Dior-ის ატელიეში შექმნილი კაბის ტარება უნიკალური გამოცდილება იყო. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია“, - განაცხადა რადუკანუმ ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში.