დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც „თალიბანი“ Twitter-ზეა წარმოდგენილი, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი კი გააჩუმეს. ეს მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი გუნდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი საკმაოდ კონკურენტული იქნება და ბევრი მომხმარებელი ეყოლება.

TRUTH Social-ი მომდევნო თვიდან მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ფართო საზოგადოება სოციალური ქსელით სარგებლობას 2022 წლის პირველ კვარტალში შეძლებს.