დღეს დილით, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ საპატიო პრეზიდენტი, 86 წლის ალფრედო დი სტეფანო ქალაქ ვალენსიის კლინიკა „La Fe”-დან გამოწერეს.
ფეხბურთის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2005 წელს დი სტეფანომ ინფარქტი გადაიტანა. ამ მიზეზის გამო ორ წელიწადძში ერთხელ საავადმყოფოში საფუძვლიან შემოწმებას გადის.
ქალაქ ვალენსიაში მდებარე კლინიკაში 86 წლის ვეტერანი 9 აპრილს დაწვა. დღეს დილით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმალურია.
„სამეფო კლუბის“ პრეს-სამსახურის ცნობით, კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამჟამად მადრიდში მდებარე საკუთარ ბინაში იმყოფება, თავს შესანიშნავად გრძნობს და უახლოეს დღეებში მადრიდის „რეალის“ ოფისში მდებარე კაბინეტს დაუბრუნდება.