ინდოეთში 70 წლის ქალმა ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით შვილი გააჩინა. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოვუნბენ რაბარის და მისი 75 წლის ქმრის მალჯხარისთვის ბიჭი პირველი შვილია. წყვილი 45 წელია დაქორწინებულია. წლების განმავლობაში ისინი ბავშვის გაჩენას ცდილობდნენ, მაგრამ შემდეგ რეპროდუქტოლოგებს მიმართეს.
„როცა ჩვენთან პირველად მოვიდნენ, ვუთხარით რომ ამ ასაკში ბავშვი ვერ გაუჩნდებოდათ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ მათი ოჯახის რამდენიმე წევრმა ეს მოახერხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ოდესმე მინახავს“, - განაცხადა ექიმმა ნარეშ ბხანუშალიმ.
გამოცემის ცნობით, წყვილი გუჯარათის შტატის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. რაბარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთების არ აქვს, ამიტომ თავის ასაკს ვერაფრით ადასტურებს. თუმცა, ადგილობრივ მედიაში ადასტურებენ, რომ ქალი მართლაც 70 წლისაა.