ბრენდმა Pangaia ჯინსის ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვა, რომელიც ტრადიციული დენიმის ქსოვილის ნაცვლად ინოვაციური მასალისგან დამზადდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ქსოვილი ჰიმალაური ველური ჭინჭრისა და ორგანული ბამბისგან არის დამზადებული. ქსოვილის შეცვლის მიზანი პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაა. საქმე იმაშია, რომ ჭინჭრის წარმოებას, ბამბის წარმოებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, მცენარე ბევრ წყალს არც ზრდის პროცესში ითხოვს.
Pangaia-ს ჭინჭრის ჯინსის ქურთუკის ფასი 275 დოლარია, შარვლისა კი 225.