კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა

კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ რეპერს ოფიციალურად იე ჰქვია.

სახელის შეცვლა რეპერმა მიმდინარე წლის აგვისტოში მოითხოვა, ახლა კი მოსამართლე მიშელ უილიამსმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.