HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალად დაასახელა. 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მეორე ადგილზე „შეშლილები“, მესამეზე კი კრიმინალური დრამა „მძიმე დანაშაული“ აღმოჩნდა. რეიტინგი 43 ქვეყნის წარმომადგენელი 206 კრიტიკოსის, ჟურნალისტისა და მეცნიერის გამოკითხვის შედეგად შედგა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. „მოსმენა“(The Wire, 2002-2008);
2. „შეშლილები“ (Mad Men, 2007-2015);
3. „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad, 2008-2013);
4. „ფლიბეგი“ (Fleabag, 2016-2019);
5. „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones, 2011-2019);
6. „მე შემიძლია გაგანადგურო“ (I May Destroy You, 2020);
7. „მიტოვებულები“ (The Leftovers, 2014-2017);
8. „ამერიკელები“ (The Americans, 2013-2018);
9. „ოფისი“ (The Office, 2001-2003);
10. „მემკვიდრეობა“ (Succession, 2018).