Telemundo „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს

Telemundo „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს

თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, Telemundo პოპულარული სერიალის - „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს.

სერიალის პირველი თიზერი Telemundo-მ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, მაყურებელი სერიალში, წინა სეზონის მსახიობებთან ერთად, ახალ სახეებსაც იხილავს.