დღესვე სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დაუდასტურებელი ცნობით, ქართველი ქალი საბერძნეთში სამუშაოდ ზესტაფონიდან იყო ჩასული. წინასწარი ვერსიით, ის ხანში შესულმა მეპატრონემ თავში ტაფის ჩარტყმით მოკლა. ამ ინფორმაციას „ევროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარე ევგენი მიქელაძეც ადასტურებს. მიქელაძის თქმით, მას ათენში მცხოვრები ქართველები დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. ამ ცნობის გადასამოწმებლად მეცხრე არხი საბერძნეთში საქართველოს კონსულს დაუკავშირდა. გიორგი არჩემაშვილის განმარტებით, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ამ დრომდე ფაქტი არ დასტურდება