ვლადიმერ ბოჟაძე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ვლადიმერ ბოჟაძე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

,,ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!’’ - წერს ,,ქართული ოცნების’’ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რადგან ბანერების შინაარსობრივი ნაწილი მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცდება. 

,,ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!!! ამიტომ, აი ამ ტყუილებს ხალხი პასუხს გასცემს 30 ოქტომბერს!!!’’ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook - ზე.

Katana . ბოჟაძე, საქმე ცოტა სხვაგვარად არის: მიშას და მელიას მრევლი მხოლოდ მათ უსმენს და ნაც-ტელევიზიებს უყურებს! თქვენს მხილებებს ისინი არ კითხულობენ და, რომც წაიკითხონ, არ მიიკარებენ - აისხლეტენ...
შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა , - სიმართლე გააგებინოთ! - არის ფუჭი გასროლა.
3 წლის უკან