ბრიტანეთის 33 წლის მოქალაქემ, რომელსაც ჰარი პოტერი ჰქვია, ჯოან როულინგის რომანის „ჰარი პოტერი დ ფილოსოფიური ქვა“პირველი გამოცემა 27,5 ათას გირვანქად სტერლინგად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
წიგნი პოტერს მისმა მამამ, დევიდ ჯეიმს პოტერმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი წიგნს გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. ჰარი პოტერი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს და აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში უწევს სხვებს აუხსნას, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია.
„უბრალოდ არ სჯერათ ჩემი. როცა ფეხბურთს ვთამაშობდი ახალგაზრდულ გუნდში მსაჯი წითელი ბარათით მემუქრებოდა. როცა ჩემი ცოლი გავიცანი, თავიდან არც მას სჯეროდა, რომ ჰარი პოტერი მქვია“, - განმარტავს პოტერი.