თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

წელს ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და თვითონ გრიპის კომპონენტი ახლა უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, ვიდრე წინა წლებში. და რატომ - შარშან რადგან არ ყოფილა (გრიპის ეპიდემია), მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი გრიპის მიმართ, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას შეახსენა, რომ გრიპის იმუნიტეტს განახლება სჭირდება. მისივე თქმით, თუ მოსახლეობა პირბადეს ატარებს და არსებულ რეგულაციებს დაიცავს, შესაძლოა გრიპის ეპიდემია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორსაც ახლა პროგნოზირებენ.

ცერცვაძემ ასევე განმარტა, როგორ შეიძლება განვითარდეს ტვინდემია - გრიპისა და კორონავირუსის ერთდროულად გავრცელება.

„რამდენიმე ვარიანტია: პირველი - ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იმავე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი, რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე - როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. დაბოლოს, მესამე - შეიძლება, ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, - განმარტა ცერცვაძემ.