ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

75 წლის ბილ კლინტონი სეფსისის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 ოქტომბერს მოათავსეს.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბილ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.