უახლოეს ხანებში ამსტერდამის წითელი ფარნების საყოველთაოდ ცნობილ კვარტალს შეიძლება სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. ჰოლანდიის დედაქალაქის სიახლოვეს - ქალაქ ჰოფდორფში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით შენდება სიამოვნების დიდი ეროტიკული ცენტრი - ” City4Love ”.
”სიყვარულის ქალაქი” - სწორედ ასე ითარგმნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბორდელის სახელწოდება. მას არ გააჩნია ანალოგი. იგი მოწოდებულია იქცეს ამერიკული ლას-ვეგასის მსგავს ცენტრად, ოღონდ სექსის განხრით.
შემოთავაზებულ ”სიამოვნებათა” ასორტიმენტი დააკმაყოფილებს ყველანაირ გემოვნებას. სექსის ქურუმი ქალების ”ტრადიციული” წითელი სარკმლების გარდა დაგეგმილია დიდი რაოდენობით სექს-შოპების, სტრიპტიზ-ბარების, გასაცნობი ბარების (მათ შორის - გეებისა და ლესბოსელებისთვის), სვინგერთა კლუბების და ”ეროტიკული თეატრის” გახსნა.
ექსცენტრული მილიონერი, რინუს ბოიზენბერგი, ვისი ფულითაც შენდება ”სიყვარულის ქალაქი”, ფიქრობს ”ეროტიკული უნივერსიტეტის” დაარსებასაც - ახალგაზრდობის სექსუალურად განსანათლებლად. მისი მოსაზრებით, ასეთი კურსი განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდა გოგონებს, ” რათა უნივერსიტეტში გაეცნონ ახალგაზრდა ვაჟების მეთოდებს, რომლებიც სერიოზული ურთიერთობების სიმულაციით, შემდგომში მათ პროსტიტუციის გზაზე აყენებენ”. ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული ჰოლანდიაში.
მილიონერი იმედოვნებს, რომ ”City4Love” სავსებით შეიძლება გადაიქცეს ჰოლანდიის ღირსშესანიშნაობად - ვან გოგის მუზეუმის, ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმის და კეკენჰოფის ყვავილების სამეფო პარკის გვერდით.